"რა სიამაყეა ეს მასწავლებლისთვის? ბედნიერებაა, როცა დაწყებით საფეხურზე შენს ხელებში დაფრთიანებული მოსწავლე ცხოვრებას იმ თვალით შეხედავს და საკუთარ შესაძლებლობებს ისე წარმართავს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. როდესაც ბავშვები საკუთარი იდეებით მსოფლიო დონის კონკურსებში იმარჯვებენ, ეს ნიშნავს, რომ განათლებამ თავისი უდიდესი მიზანი შეასრულა.
ამაყად ვუცქერ ჩემს ნიჭიერ მოსწავლეებს (ლუკა ფორჩხიძე, ანა სალდაძე, ზვიად ფრუიძე), რომლებმაც Millennium Innovations Award 2024-ის ფინალში მოხვედრით უკვე დიდი გამარჯვება მოიპოვეს! ეს მხოლოდ კონკურსი არაა – ეს არის შრომის, ცოდნის, შემოქმედების და დაუღალავი ძალისხმევის შედეგი, რომელიც მათ საზოგადოებასა და ქვეყანას შესძინა.
რა ნიშნავს ეს გამარჯვება ?
ეს არის მათი პირველი დიდი ნაბიჯი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამყაროში. მათ დაამტკიცეს, რომ საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ უნარი, შექმნან მომავლის ტექნოლოგიები და დაიპყრონ STEM სფეროს მწვერვალები. ისინი არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სრულიად ახალ თაობას აძლევენ მაგალითს – ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს!
რას ნიშნავს ეს გამარჯვება ქვეყნისთვის?
მათი მიღწევა აჩვენებს, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ახალგაზრდობა არა მხოლოდ მოიხმარს ტექნოლოგიებს, არამედ თავად ქმნის მათ. ისინი ინოვაციების გზით ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის საუკეთესო მაგალითები არიან. მათი პროექტები, იდეები და ხედვები შეიძლება მომავალში რეალურ ცვლილებებსა და ეროვნულ წარმატებაში გადაიზარდოს.
განსაკუთრებულად საზეიმოა ის მომენტები, როცა უფროსკლასელები გამოცდილებას უზიარებენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს (IV კლასები)- ეს აჩენს ნდობას, ინტერესს და მოტივაციას. ბავშვების თვალებში იმედის ნაპერწკალი აინთო, მიხვდნენ რომ საკუთარ გზაზე მსგავსი წარმატებები ელოდებათ. ვიწვევ ჩემს პარალელებს, ვაქციოთ ეს ნაბიჯი პროექტად თემით „მომავლის ხმა“ .
ველოდებით წარმატებულ და საამაყო აღზრდილებს." - მაკა მარგველაშვილი