ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის და Lopus Electronics ის თანამშრომლობის ფარგლებში ფუნქციონირებს იწყებს სასწავლო წრეები კერძოდ: საიტების აწყობის წრე, ლეგო რობოტიკის წრე და არდუინოს და ელექტოინჟინერიის წრე.
არდუინოსა და ელექტროინჟინერიის წრეზე მოსწავლეები შეისწავლიან ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლებს. ისინი თავიანთი ლეპტოპების საშუალებით დააპროგრამებენ ჭკვიან დაფას ARDUINO და შეისწავლიან მის მუშაობის პრინციპს. ამასთან ერთად ისინი გამოიყენებენ სხვადასხვა ტიპი სენსორებს რათა მიიღონ და დაამუშაონ რეალური ინფორმაცია.
კურსის ბოლო კი მოსწავლეები ააწყობენ ავტომატურად და დისტანციურად მართვად ჭკვიან სისტემებს, მიიღებენ მინაწილეობას საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებზე, რის შედეგადაც ექნებათ სერიოზული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
კურსს ხელმძღვანელი გახლავთ ლოპუს ელექტრონიკსის დამფუძვნებელი და ელექტრო ინჟინერი 5 წლიანი გამოცდილებით - დავით ყაველაშვილი.