სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა არის VII-XII კლასის მოსწავლეთა გაერთიანება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს განათლების რეფორმის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების კონვენციის, სკოლის წესდების, შინაგანაწესის, მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა არის არჩევითი ორგანო.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას ჰყავს თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას უფლება აქვს ითანამშრომლოს სკოლის დირექციასთან, სამეურვეო საბჭოსთან, სხვა სკოლებთან, ბიზნეს სექტორთან, ორგანიზაციებთან და მასმედიასთან, თემთან და ყველა დაინტერესებულ პირთან.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას შეუძლია წარმოადგინოს და დაიცვას თავისი სკოლის მოსწავლეების კანონიერი უფლებები და ინტერესები.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით.
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში.
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის თვითმმართველობის მიზნებია:
ა) მომავალი თაობის ზიარება დემოკრატიულ პრინციპებთან.
ბ) უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის სკოლაში აქტიური და საინტერესო ცხოვრება.
გ) მიზნობრივად გამოიყენოს მოსწავლეთა თავისუფალი დრო.
დ) ხელი შეუწყოს განათლების დონის ამაღლებას სკოლაში.
ე) უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების დაცვა.
ვ) მოსწავლეებს განუვითაროს ლიდერობის უნარ-ჩვევები.
ზ) ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბიზნეს - სექტორთან და მედიასთან, თემთან, სკოლის დირექციასთან, სამეურვეო საბჭოსთან.
თ) გამოავლინოს მოსწავლეების უნარები და შესაძლებლობები.
ჩაატაროს ლიტერატურულ–ისტორიული, სპორტულ–საგანმანათლებლო ღონისძიებები;
დახმარება გაუწიოს უმცროს კლასელებს;
გააცნოს მოსწავლეებს დემოკრატიის ფასეულობები, არჩევნების ჩატარების პრინციპები და მოქალაქის როლი საზოგადოებაში;
ჩართოს თემი სკოლის და სკოლა–თემის ღონისძიებებში;
ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასთან, თემთან, ორგანიზაციებთან, მშობლებთან, სხვა სკოლებთან, ბიზნეს სექტორთან და მედიასთან;
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის თვითმმართველობას შეუძლია:
ა) ეწეოდეს კვლევით, ანალიტიკურ, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას;
ბ) მოაწყოს ტრენინგები, დისკუსისიები, მრგვალ მაგიდები;
გ) მოაწყოს ეკოლოგიური, სამედიცინო, სამართლებრივი, განათლების, სოციალური აქციები;
დ) დააარსოს სხვადასხვა კლუბები (ინტელექტუალური, სპორტული, შემოქმედ მოსწავლეთა);
ე) მოაწყოს ღონისძიებები.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს ან არჩეულ იქნას თვითმმართველობაში ან მის ხელმძღვანელ რგოლებში;
ბ) მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის საქმიანობაში.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრი მოვალეა:
ა) ხელი შუწყოს თვითმმართველობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას;
ბ) თავმჯდომარე თავისი ფუნქციის შეუსრულებლობისათვის, ხმათა უმრავლესობით გადაირჩევა და თვითმმართველობის წევრებისაგან მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა.
მოსწავლეთა თვითმმართველობა ანგარიშვალდებულია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
სასწავლო წლის დასასრულს მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წერილობით წარადგენს სკოლის დირექტორთან ანგარიშს განხორციელებული საქმიანობების შესახებ.