სწავლება/სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა.
პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო ან გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურეობის საათობრივი დატვირთვის ფარგლებში.
პედაგოგთა სასწავლო პროგრამის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან.
პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.
პედაგოგთა პროფესიული განვითარება.
სკოლაში სწავლის ხარისხის მუდმივ განვითარებასა და დახვეწაზე ზრუნვა.
სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობისქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო.
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს პედაგოგებს შეკრებაზე წელიწადში მინიმუმ 3-ჯერ. თავმჯდომარე სკოლის დირექტორთან შეთანხმებით ნიშნავს შეკრების თარიღსა და დროს, ასევე უზრუნველყოფს შეკრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სკოლის საზოგადოებაში.
პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა.
რიგგარეშე სხდომის შესახებ პედაგოგიური საბჭოს წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ გონივრული ვადით ადრე, განსახილველი საკითხების მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით. გადაუდებელ აუცილებად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი საკითხის განხილვის აუცილებლობა, რომლის დროში დაყოვნებამაც შეიძლება შეაფერხოს სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვა და საფრთხე შეუქმნას სასკოლო მიზნებს.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს.
პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
პედაგოგიური საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარედ.
ბ) პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით.
გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი.
დ) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიური საბჭოს სამუშაო გეგმის შემუშავებაში.
პედაგოგიური საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) დაესწროს პედაგოგიური საბჭოს სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი: ავადმყოფობა, ოჯახური მიზეზი და ა.შ.).
ბ) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიური საბჭოს მიერ დღის წესრიგის განხილვაში.
გ) იზრუნოს პედაგოგიური საბჭოს ეფექტურად ფუნქციონირებაზე და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
დ) მონაწილეობა მიიღოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში;
ე) იზრუნოს საკუთარი და პედაგოგიური საბჭოს წევრების პროფესიულ განვითარებაზე.
ვ) იზრუნოს სკოლაში სწავლის ხარისხის მუდმივ განვითარებაზე.
წინამდებარე მუხლის პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პედაგოგიური საბჭოს წევრი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის ადმინისტრაციას სხდომის გაცდენის შესახებ, შესაბამისი მიზეზის მითითებით.
პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმის განხილვა.
ბ) პედაგოგიური საბჭოს სამუშაო გეგმის დამტკიცება.
გ) სკოლის შინაგანაწესის განხილვა.
დ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან კათედრების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება.
ე) სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად გადაწყვეტილებების მიღება.
ვ) სკოლის მისიის განხილვა.
ზ) მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხის განხილვა.
თ) სკოლის განვითარების ერთწლიანი და ექვსწლიანი სამოქმედო გეგმის განხილვა/გაცნობა.
ი) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.
პედაგოგიური საბჭოს მიერ ჩატარებული თითოეული სხდომა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
პედაგოგიური საბჭო სასწავლო წლის დასაწყისში ხმების უმრავლესობით ირჩევს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს და მდივანს 3 (სამი) წლის ვადით.
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
პედაგოგიური საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს სხდომის ოქმის, სხდომაზე წარსადგენი დოკუმენტაციისა და მასალების მომზადებას. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე ეცნობა ოქმს და ამოწმებს მას ხელმოწერით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს სხდომების ოქმების დოკუმენტაციისა და მასალების შენახვას ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმის განხილვა.
ბ) პედაგოგიური საბჭოს სამუშაო გეგმის დამტკიცება.
გ) სკოლის შინაგანაწესის განხილვა.
დ) საფეხურებისა და საგნების შესაბამისად გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან კათედრების მიერ შერჩეული სახელმძღვანელოების ნუსხის დამტკიცება.
ე) სწავლა-სწავლების ეფექტურობის ასამაღლებლად გადაწყვეტილებების მიღება.
ვ) სკოლის მისიის განხილვა.
ზ) მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის საკითხის განხილვა.
თ) სკოლის განვითარების ერთწლიანი და ექვსწლიანი სამოქმედო გეგმის განხილვა/გაცნობა.
ი) სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება.
პედაგოგიური საბჭოს პორტფოლიო უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) პედაგოგიური საბჭოს სამოქმედო გეგმას.
ბ) პედაგოგიური საბჭოს დებულებას.
გ) პედაგოგიური საბჭოს შეხვედრის ამსახველ ოქმებს.
დ) სხვა თანდართულ დოკუმენტაციას.
საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულებას შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი.
სკოლის პედაგოგიური საბჭოს დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.