სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სასწავლო გეგმა
შესავალი
სასკოლო სასწავლო გეგმა 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის
საფუძველზეა შედგენილი, რომლის მიხედვითაც ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის
საჯარო სკოლაში (შემდგომში - რაზმაძის სკოლა) ხორციელდება საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება.
სასკოლო სასწავლო გეგმა ექვემდებარება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
შესაბამისად, ცვლილებები, რომლებიც ასახული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, იმავდროულად შეცვლის
(დამატებების სახით) სასკოლო სასწავლო გეგმასაც, რაც ავტომატურად გამოიწვევს წინა ტიპის რეგულაციის
გაუქმებას.
სასკოლო სასწავლო გეგმაში გაზიარებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
შემოთავაზებული სიახლეები:
- საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას თითოეული მოსწავლე, მისი განვითარების
პროცესი და მიღწეული შედეგი;
- გათვალისწინებულია მოსწავლის ფიზიკური და ფსიქიკური შესაძლებლობები და ასაკთან
შესაფერისი ინტერესები;
- შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა
მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას;
- ფუნდამენტალური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლეთა
აღჭურვას ქმედითი ცოდნით;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია საფეხურების მიხედვით
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული
სასწავლო გეგმის საფუძველზე.
სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე დაწყებით
(I-VI
კლასები), საბაზო
(VII-IX კლასები) და საშუალო
(X-XII კლასები)
საფეხურზე.
სკოლის მისია
აღმოაჩინოს თითოეულ მოსწავლეში განსაკუთრებული უნარები, გააღვივოს მათში შემოქმედებითი
აზროვნება და აღზარდოს ქვეყნის წარმატებისთვის მებრძოლო ლიდერი.
დაწყებითი საფეხურის მისია
ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური
განვითარების ხელშეწყობა;
ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა;
გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის
ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის.
საბაზო საფეხურის მისია
საბაზო საფეხურის მისიაა საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და
ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის
დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების
ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი
საქმიანობისთვის.
საშუალო საფეხურის მისია
ა)საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის
კონსტრუირება;
ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი,
ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც ბშეუძლია
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური,
ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად.
სკოლის სტრატეგიული გეგმა-განაცხადი
- მისცეს შესაძლებლობა თითოეულ მოსწავლეს მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება ნებისმიერი პროფილის
(ვექტორის) მიმართულებით.
- ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიმართულებების სიუხვით შეძლოს მოსწავლეში იმ ნიჭების
აღმოჩენა, რომელთა განვითარება მზარდად შეუწყობს ხელს მათ მდგრად, მცოდნე, პროფესიონალებად
ჩამოყალიბებაში.
- დამოუკიდებელი პიროვნებების, მათი ცოდნის შეძენის მოტივირების, ინტერესების და მიდრეკილებების
დინამიური მართვით არჩევანის შესაძლებლობების ზრდა, რაც წარმატების მიღწევის გარანტიასაც ზრდის.
- ცოდნის ტრანსფორმაცია, კონსტრუირება, ახლის აღმოჩენა, ტრანსფერი, რაც აუცილებელია მომავლის
პროფესიების სწრაფად აღმოჩენა -დაუფლებაში.
- მიზანდასახულობის, თვითრეალიზაციის, ლიდერის თვისებების გამომუშევება.
- სირთულეების გადალახვის და ახალი ამოცანების შექმნის, ანალიზის, სინთეზის, სილოგისტური აზროვნების
და დედუქციური მეთოდით ამოცანის ამოხსნის ცოდნა.
- კრიტიკული აზროვნების, ვარაუდების, მეცნიერული მუშაობის მეთოდების გაცნობა.
- STEM-მიმართულებებით მოსწავლეთა უნარების დახვეწა შეჯიბრობითობის, ოლიმპიადებში, კონფერენციებში,
მეცნიერულ სიმპოზიუმებში მონაწილეობის და წარმატების მზაობა. რეცენზირების, ოპონირების,
დეკლარირების უნარების გაღრმავება.
2023-2024 სასწავლო წლის კალენდარი
- 2023-2024 სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს
ზამთრის არდადეგები.
- II - XI კლასელებისათვის 175 სასწავლო დღეს მოიცავს; პირველი სემესტრი გრძელდება 75 სასწავლო დღე
(იწყება 2023 წლის 15 სექტემბერს და მთავრდება 2023 წლის 29 დეკემბერს), ხოლო მეორე სემესტრი 100
სასწავლო დღეს (იწყება 2024 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 14 ივნისს).
- I კლასელებისთვის მოიცავს 161 სასწავლო დღეს, ხოლო XII კლასელებისათვის - 156 სასწავლო დღეს და
პირველი სემესტრი გრძელდება 75 სასწავლო დღეს (იწყება 2023 წლის 15 სექტემბერს და მთავრდება 2023
წლის 29 დეკემბერს), ხოლო მეორე სემესტრი I კლასისთვის გრძელდება 86 სასწავლო დღეს (იწყება 2024
წლის 15 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 27 მაისს), მეთორმეტე კლასისათვის გრძელდება 81 სასწავლო
დღეს, (იწყება 2024 წლის 15 იანვარს და მთავრდება 2024 წლის 20 მაისს).
- სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც.
კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება
სასწავლო დღე/დღეები და იმ შემთხვევაში თუ:
ა) სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;
ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები; ამ შემთხვევაში სკოლა
ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;
გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს
დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით.
- გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35-40 წუთით. გაკვეთილების
ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების
დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს
გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.
- გაკვეთილებს შორის ყველა შესვენების ხანგრძლივობა განსაზღვრულია შინაგანაწესის შესაბამისად
(დანართი N1):
- I კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობაა 35 წუთი;
- II-XII კლასებში გაკვეთილის ხანგძლივობაა 40 წუთი;
- გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც
სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში:
ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ
10 წუთით;
ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით.
- გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობაა 5 წუთი, დიდი შესვენება (მე-3
გაკვეთილის შემდეგ) 10 წუთი.
- I-IV კლასის ჩათვლით კლასების სწავლება განხორციელდება დაწყებითი
სწავლების კორპუსში (ჯავახიშვილის ქ. N21), ხოლო დანარჩენი კლასები -
ძირითად კორპუსში (რუსთაველის ქ. N127).
2023-2024 სასწავლო წლის არდადეგები და უქმე დღეები
გაკვეთილების განრიგი (დღის რეჟიმი)
I კორპუსი
გაკვეთილი |
დასაწყისი |
დასასრული |
შესვენება |
შენიშვნა |
პირველი ცვლა |
I გაკვ. |
8:30 სთ. |
9:10 სთ. |
5 წთ. |
I ცვლა
VII, VIII, IX, X, XI, XII
კლასი |
IIგაკვ. |
9:15 სთ. |
9:55 სთ. |
5 წთ. |
III გაკვ. |
10:00 სთ. |
10:40 სთ. |
10 წთ. |
IV გაკვ. |
10:50 სთ. |
11:30 სთ. |
5 წთ. |
V გაკვ. |
11:35 სთ. |
12:15 სთ. |
5 წთ. |
VI გაკვ. |
12:20სთ. |
13:00 სთ. |
5 წთ |
VII გაკვ. |
13:05სთ |
13:45სთ |
|
მეორე ცვლა |
I გაკვ. |
14:00 სთ.. |
14:40სთ. |
5 წთ. |
II ცვლა
V, VI
კლასი |
IIგაკვ. |
14:45 სთ. |
15:25 სთ. |
5 წთ. |
III გაკვ. |
15:30 სთ. |
16:10 სთ. |
10 წთ. |
IV გაკვ. |
16:20 სთ. |
17:00 სთ. |
5 წთ. |
V გაკვ. |
17:05სთ. |
17:45 სთ. |
5 წთ. |
II კორპუსი
პირველი ცვლა |
გაკვეთილი |
Iკლასი |
IVკლასი |
შესვენება |
შენიშვნა |
დასაწყისი |
დასასრული |
დასაწყისი |
დასასრული |
Iგაკვ. |
8:30 სთ. |
9:05 სთ |
8:30 სთ. |
9:10 სთ |
5წთ. |
|
II გაკვ. |
9:10 სთ. |
9:45 სთ. |
9:15 სთ. |
9:55 სთ. |
5 წთ. |
III გაკვ. |
9:50 სთ |
10:25 სთ. |
10:00 სთ. |
10:40 სთ. |
10 წთ. |
IV გაკვ. |
10:35 სთ. |
11:10 სთ. |
10:50 სთ. |
11:30 სთ. |
5 წთ. |
V გაკვ. |
11:15 სთ. |
11:50 სთ. |
11:35 სთ. |
12:15 სთ. |
5 წთ. |
VI გაკვ. |
|
|
12:20 სთ. |
13:00 სთ. |
|
მეორე ცვლა |
I გაკვ. |
13:00 სთ. |
13:40სთ. |
5 წთ. |
II ცვლა
II-III
კლასი
კლასი |
IIგაკვ. |
13:45 სთ. |
14:25 სთ. |
5 წთ. |
III გაკვ. |
14:30 სთ. |
15:10 სთ. |
10 წთ. |
IV გაკვ. |
15:20 სთ. |
16:00 სთ. |
5 წთ. |
V გაკვ. |
16:05სთ. |
16:45 სთ. |
5 წთ. |
VI გაკვ. |
16:50სთ. |
17:30 სთ. |
სასკოლო საათობრივი ბადე
სასკოლო საათობრივი ბადე მოიცავს თითოეული კლასის მიხედვით სავალდებულო გაკვეთილების
განრიგს. სასკოლო საათობრივი ბადის მიხედვით შექმნილია გაკვეთილების ცხრილი, რომელიც აზუსტებს, თუ
კვირის რომელ დღეს და დროის მონაკვეთში, რომელი საგანი ისწავლება. აგრეთვე მითითებულია საგნის
მასწავლებელი (დანართი N2).
2023-2024 სასწავლო წელს არჩევითი საგნებია: „თანამედროვე ფიზიკის საფუძვლები“ (მე-12 კლასი),
,,სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა“ (მე-10 კლასი), ,,ასტრონომია“ (მე-10, მე-11 კლასები),
,,რობოტექნიკა“- (მე-11 კლასი),
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ისწავლება მე-2 კლასში (1 კვირეული საათი). მე-5
კლასში (2 კვირეული საათი), მე-6 კლასში (1 კვირეული საათი).
სასკოლო საათობრივი ბადე, გაკვეთილების ცხრილი, შეესაბამება ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის კლასების მიხედვით საათობრივ დატვირთვას (დანართი
N3), რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმით რეკომენდებული საათების 25%
გადანაწილებულია მათემატიკისა და ფიზიკის სწავლების გაძლიერების მიზნით.
სასკოლო გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების ფარგლებში სასწავლო დისციპლინების დაზუსტებულ
მეცადინეობების განრიგს, რაც ცხრილში ფიქსირებულია, თუ კვირის რომელ დღეს, რომელ სამეცადინო ჯგუფში
რომელი პროგრამით მიმდინარეობს სწავლება.
მოსწავლეთა რაოდენობა
- თითოეულ კლასში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 29 მოსწავლით, მაქსიმალურ
ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით.
- საბაზო და საშუალო საფეხურზე პრიორიტეტულია მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ კლასში არ აღემატებოდეს
25 მოსწავლეს (გარდა გამონაკლისი შემთხვევისა);
- დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით;
- გამომდინარე იქიდან, რომ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა მათემატიკის საჯარო
სკოლაში მიმდინარეობს მათემატიკისა და ფიზიკის გაძლიერებულად სწავლება, სკოლა საბაზო და საშუალო
საფეხურზე, ატარებს სადირექციო წერებს მათემატიკასა და ფიზიკაში სასწავლო წლის მანძილზე 4 ჯერ
წინმსწრებით განსაზღვრული ბარიერით (უდიდესი ქულის 50%). გამჭვირვალედ, ობიექტურად, შესაბამისი
კათედრების გაწერილობით, აპელაციის შესაძლებლობით. (დანართი 4). თუ მოსწავლე ამ 4 სადირექციო
წერიდან სულ მცირე 2-ჯერ ვერ გადალახავს ბარიერს, მას ავტომატურად მოუწევს დამატებით
სადირექციო-საშემოდგომო გამოცდაში მონაწილეობის მიღება შესაბამის საგანში.
წერაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველ
მოსწავლეებს. წერების მიზანია :
- დაეხმაროს ზემოთაღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში მათ მიერ ათვისებულ და რაზმაძის სკოლაში
არსებულ პროგრამებს შორის შესაბამისობის ხარისხის დადგენაში;
- პროგრამებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში გაუწიოს რეკომენდაციები
ინდივიდუალური მუშაობისათვის, რათა სკოლაში სწავლის გაგრძელების პროცესი არ იყოს რთული, არ
გამოიწვიოს მოსწავლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აკადემიური მოსწრების კუთხით და არ მოხდეს მისი
კანონიერი უფლებების დარღვევა.
- სასწავლო წელს წლიური გამოცდა ჩატარდება ფიზიკასა და მათემატიკაში.
- სკოლაში მოსწავლეთა მიღება, სხვა სკოლაში გადასვლა, პარალელურ კლასში გადასვლა, კლასიდან კლასში
გადაყვანა, საფეხურიდან საფეხურზე გადაყვანა და მოსწავლეთა სიიდან ამორიცხვა ხდება შესაბამისი
პროცედურებით.
- 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში სასკოლო რესურსის შესაბამისად დაკომპლექტდა პირველი-7, მეორე-8,
მესამე-6, მეოთხე-7, მეხუთე-7, მეექვსე-8, მეშვიდე-6, მერვე-5, მეცხრე-4, მეათე-4, მეთერთმეტე-3,
მეთორმეტე-4. სულ 69 კლასი.
- სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით 8 (რვა) კლასში ქმნის განაყოფებს მეორე უცხოურ ენაში
(გერმანული და რუსული ენა). სკოლაში შექმნილია გერმანული ენის 15 კლას-კომპლექტი- მე-5 კლასებში- 2,
მე-6 -2, მე-7 -3, მე-8 -2, მე-9 - 2, მე-10-2, მე-11 და მე-12 კლსებში 1-1.
მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის დაგეგმვა
სკოლაში ფუნქციონირებს საგნობრივი ჯგუფების რვა კათედრა:
- დაწყებითი განათლების კათედრა - ხელმძღვანელი მათიკო კოჩაძე;
- მათემატიკის კათედრა (მათემატიკა და ინფორმატიკა) – ხელმძღვანელი მზია
ანთიძე;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა (ქიმია, ბიოლოგია - ბუნებისმეტყველება) - ხელმძღვანელი ნინო ქორიძე
- ფიზიკის კათედრა- ხელმძღვანელი თამაზ ბარდაველიძე (გამოეყო
საბუნებისმეტყველოს სკოლის სტატუსიდან გამომდინარე)
- ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა – ხელმძღვანელი ფიქრია მაჩიტიძე;
- უცხოური ენების კათედრა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა) – ხელმძღვანელი ნათია ყანჩაველი;
- საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა (მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო, ისტორია, გეოგრაფია,
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება, სამოქალაქო
განათლება) - ხელმძღვანელი კახაბერ ტყეშელაშვილი;
- ესთეტიკური აღზრდის კათედრა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი და ფიზიკური
აღზრდა) – ხელმძღვანელი შორენა ზვიადაძე.
სკოლაში შექმნილი კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში შემავალ ყველა მასწავლებელს.
კათედრების ფუნქციებია:
- საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
- ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის
გზების ძიება;
- სახელმძღვანელოების შერჩევა;
- სხვა საგნობრივ ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა;
- ზრუნვა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის; პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
- რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების
შესახებ;
- რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;
- საგნებში სემესტრული და წლიური სასკოლო წერისთვის ვარიანტების შემუშავება და წარდგენა სკოლის
ადმინისტრაციაში;
- სკოლის საათობრივი ბადის შესაბამისად, საგნებში სასწავლო საათების განაწილება კათედრის პედაგოგებს
შორის კლასების მიხედვით;
- საგნებში ვაკანტურ თანამდებობაზე პედაგოგების მისაღებად სასკოლო საკონკურსო კომისიაში
წარმომადგენლების გამოყოფა;
- პერიოდულად სკოლაში საგნების სწავლების ხარისხის შესწავლა და მიღებული შედეგების ანალიზი.
- სადირექციო წერებისა და წლიური გამოცდების გამსწორებელი კომისიის წევრების შერჩევა;
- სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობის მიღება სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში მისი
პედაგოგიურ საბჭოში წარდგენისა და დამტკიცების მიზნით;
- კათედრის წევრებიდან ირჩევა კათედრის თავმჯდომარე, ერთი სასწავლო წლის ვადით, ხმათა უმრავლესობით.
ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ.
ყველა კათედრა იკრიბება სასწავლო წლის დასაწყისშივე და ირჩევს კათედრის თავჯდომარეს.
განიხილება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და არჩეული სახელმძღვანელოები, წლის
განმავლობაში მასწავლებლების საჭიროებები, რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი, რა რესურსების
გამოყენება იქნება აუცილებელი ეფექტურად სწავლებისას და ა.შ.
თითოეულ სემესტრში მინიმუმ ორჯერ აუცილებლად შეიკრიბებიან კათედრის წევრები. ყველა კათედრაზე განიხილება
საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა, უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება,
განისაზღვროს, თუ როგორი ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში
შედეგების მიღწევა.
საგნობრივი კათედრების წევრთა შეკრება, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს საგაკვეთილო
პროცესის დამთავრების შემდეგ ნებისმიერ დროს.
კათედრის თავჯდომარის ფუნქციებია:
- რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და საბუთების
წარმოება-შენახვა);
- სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებათა მიწოდება;
- პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებების (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა)
ორგანიზება და მოწყობა.
- ორგანიზება გაუკეთოს კათედრის პორტფოლიოს შექმნას(დანართი 5)
მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების სისტემა
შეფასების მიზანი
მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც
გულისხმობს, ერთი მხრივ, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას და, მეორე მხრივ, სწავლა-სწავლების
ხარისხის მონიტორინგს. შეფასება უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მოსწავლის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ.
მოსწავლის შეფასების ამოცანები
მოსწავლის შეფასების ძირითად ამოცანებს წარმოადგენს:
ა) აჩვენოს როგორ მიმდინარეობს მოსწავლის ცოდნის კონსტრუირების პროცესი და მეხსიერებაში ცოდნათა
ურთიერთდაკავშირება;
ბ) ახალი სასწავლო საკითხის/თემის დაწყებამდე დაადგინოს მოსწავლის წინარე ცოდნა და წარმოდგენები;
გ) გამოავლინოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დამოუკიდებლად
შეფასებას, ასევე რამდენად გააზრებულ და ეფექტიან ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი წინსვლის ხელშესაწყობად;
დ) მოიცვას სამივე კატეგორიის ცოდნა;
ე) აჩვენოს, რამდენად ახერხებს მოსწავლე ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენებას შინაარსიან
კონტექსტებში.
ძირითადი ამოცანების გადასაჭრელად მოსწავლის შეფასებაში პრიორიტეტი მიენიჭება კომპლექსურ, კონტექსტის
მქონე დავალებებს, რომელთა შესრულება მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტის ინტერაქტიულად
და თანადროულად გამოყენებისკენ.
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა შეფასება დაუკავშირდეს
არა მხოლოდ სწავლების შედეგს, არამედ სწავლის პროცესსაც. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი
ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს საგნობრივი
სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში. აფასებს ცოდნათა ურთიერთდაკავშირების, ცოდნის სამივე
კატეგორიის გამოყენებისა და ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარს;
განმავითარებელი შეფასება ადგენს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას და
მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლის წინსვლასა და
განვითარებას. განმავითარებელი შეფასებით ფასდება ცოდნის კონსტრუირებისა და ცოდნათა ურთიერთდაკავშირების
პროცესი, მოსწავლის მიერ თავისივე ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენის უნარი, ცოდნის სამივე კატეგორიის
ათვისების პროცესი, ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარი, ასევე დგინდება წინარე
ცოდნა/წარმოდგენები.
მოსწავლეთა გამსაზღვრელი შეფასების სისტემა
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო
სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 ყველაზე მაღალი ნიშანია, 1 კი – ყველაზე
დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ
საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს პროგრესი თუ რეგრესი.
მოსწავლის აკადემიური მიღწევების შეფასება დონეებისა და ნიშნების
მიხედვით
ქულები |
შეფასების დონეები |
10 |
მაღალი |
9 |
8 |
საშუალოზე
მაღალი |
7 |
6 |
საშუალო |
5 |
4 |
საშუალოზე
დაბალი |
3 |
2 |
დაბალი |
1 |
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლე არ ფასდება ქულებით.
ამ კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. წლის ბოლოს საგნის
მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს,
აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების
უკეთ გამოსავლენად. კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე, IV კლასის ბოლოს უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.
V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში განმავითარებელი და განმსაზღვრელი
შეფასება გამოიყენება.
მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით, ყველაზე დაბალი ქულა არის 1, ხოლო
ყველაზე მაღალი ქულა - 10.
V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის
უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
ოფიციალური სტატუსის მქონე ნიშნები
ოფიციალური სტატუსი აქვს შემდეგ ნიშნებს:
- საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულა – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის
ნიშნები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
- საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული
გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში გამოითვლება მისი გათვალისწინებით; გამოთვლის წესი იხ.ქვემოთ);
- საგნის წლიური ქულა – სემესტრული ნიშნებიდან გამომდინარე შეფასება საგანში.
- სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, საბაზო და საშუალო საფეხურზე მათემატიკასა და ფიზიკაში წლიური
ნიშანი გამოითვლება სემესტრული ნიშნებისა და წლიური გამოცდის ნიშნის გათვალისწინებით, კერძოდ,
საშუალო არითმეტიკულით, გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე
სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია.
- საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო,
საშუალო) საერთო შეფასება.
საგნის სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილები (კომპონენტები)
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:
- სემესტრის განმავლობაში განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლეები ფასდებიან შემდეგ კომპონენტებში:
ა) მიმდინარე საკლასო დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები),
ბ) მიმდინარე საშინაო დავალება (VII-XII კლასები),
გ) შემაჯამებელი დავალება (V კლასის მეორე სემესტრი, VI-XII კლასები).
- I-VI კლასებში საშინაო დავალების კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
- I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში
გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
- V კლასის მეორე სემესტრსა და VI-XII კლასებში საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტებში
გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება.
|
I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი |
V კლასის მეორე სემესტრი და VI კლასი |
საბაზო-საშუალო საფეხურები |
მიმდინარე საშინაო დავალება |
განმავითარებელი შეფასება |
განმავითარებელი შეფასება |
განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება |
მიმდინარე საკლასო დავალება |
განმავითარებელი შეფასება |
განმავითარებელი შეფასება
განმსაზღვრელი შეფასება |
განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება |
შემაჯამებელი დავალება |
განმავითარებელი შეფასება |
განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება |
განმავითარებელი შეფასება განმსაზღვრელი შეფასება |
საშინაო, საკლასო და შემაჯამებელ დავალებათა კომპონენტები
საშინაო დავალების კომპონენტით ფასდება ნებისმიერი ტიპის დავალება (წერითი, ზეპირი,
ექსპერიმენტი, ნამუშევარი (მაგ. ნახატი, ესე და სხვ.), რასაც მოსწავლე სახლში ამზადებს.
საშინაო და საკლასო დავალებებში განმავითარებელი შეფასების გამოყენება განსაკუთრებით მაშინ არის
სასურველი, როცა მოსწავლე ახალი ცოდნის/უნარების შეძენის საწყის ეტაპზეა. ამ დროს შეცდომების დაშვება,
მათი აღმოჩენა-გაანალიზება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
საგნობრივი ჯგუფების სპეციფიკიდან გამომდინარე საშინაო და საკლასო დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:
ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაცია, სავარჯიშოების შესრულება, ექსპერიმენტი, დისკუსია და სხვა. ეროვნული
სასწავლო გეგმის შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს შემუშავებული აქვს სხვადსხვა აქტივობის
ინდივიდუალური შეფასების სქემები.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება
(მაგ., ესეს დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის
ამოხსნა, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის
შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის
მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა
უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.
შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების შედეგს. ამ
კომპონენტში ფასდება ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების
შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს
სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები.
შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი
შემაჯამებელი დავალებების აღდგენის წესი: მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში
ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება, გაცდენის შემთხვევაში მოსწავლეს ენიშნება აღდგენითი
შემაჯამებელი დავალება, რომელიც შეიძლება შესრულდეს ინდივიდუალური ან ჯგუფური გრაფიკის მიხედვით,
გაკვეთილების შემდეგ.
შემაჯამებელი დავალების აღდგენა მოხდება მომდევნო შემაჯამებელ წერამდე ან მობილობის შემთხვევაში, სკოლის
მიერ ამორიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.სტანდარტის მოთხოვნათა შესასრულებელად აუცილებელია
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს
დაწერა, პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის ამოხსნა,
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა, მონაცემთა ბაზის შექმნა,
კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და
სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს
მოსწავლეების შეფასების კრიტერიუმები.
სასკოლო-სასწავლო გეგმაში მოცემულია შემაჯამებელი დავალების შეფასების რუბრიკების/კრიტერიუმების
ნიმუშები, რომელიც დანართის სახით თან ერთვის.
ქულების გამოანგარიშების წესი
საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ
სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი) მიღებული ქულების ჯამი
გაიყოფა მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა დამრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე,
8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა ჩატარებული შემაჯამებელი დავალება, მისი
სემესტრული ქულის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი გაიყოფა მიღებული
ქულებისა და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
დ) თუ სემესტრის განმავლობაში სკოლიდან სკოლაში გადასვლისას აღმოჩნდება, რომ მიმღებ სკოლაში რომელიმე
საგანში/საგნებში ჩატარებულია შემაჯამებელი დავალების/დავალებების უფრო მეტი რაოდენობაა, ვიდრე გამშვებ
სკოლაში, მიმღები სკოლა მოსწავლის შემაჯამებელი დავალების რაოდენობას დაითვლის გამშვებ სკოლაში
დადგენილი და მოსწავლის მიერ შესრულებული, ასევე მიმღებ სკოლაში მოსწავლის გადმოსვლის მომენტიდან
ჩატარებული და მის მიერ შესრულებული შემაჯამებელი დავალებების მიხედვით;
ე) სემესტრული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, სემესტრული ქულა გამოითვლება მისი გათვალისწინებით:
გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.
საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის
გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი გაიყოფა ორზე (გარდა ფიზიკისა და
მათემატიკისა);
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით;
გ) საგანი დაძლეულად ჩაითვლება თუ მოსწავლის საბოლოო ნიშანი მათემატიკასა და ფიზიკაში იქნება
6 ან მეტი. წლიური გამოცდის ნიშანი მათემატიკასა და ფიზიკაში უნდა იყოს 6 ან
მეტი.
დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული
საგნების სწავლა და მიღებული აქვს შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0 ან მეტი, ეს ქულა
დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის სწავლება მეორე სემესტრში არ
გრძელდება). ამასთან, მიმღებმა სკოლამ უნდა შეაფასოს მოსწავლე ახალ განსხვავებულ საგანში, თუ ეს ესწრება
სემესტრის დასრულებამდე;
ე) მოსწავლის მიერ სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში
განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული ქულები აღირიცხება,
როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად
სწავლობდა რუსულ ენას, მეორე სემესტრში კი რუსულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ რუსული ენის სემესტრული
ქულა გადადის რუსული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის წლიურ
ქულად).
საფეხურის საერთო ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის წლიური ქულა და ჯამი
იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58
მრგვალდება 7.6-მდე).
გ) დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.
კლასისა და საფეხურის დაძლევა
- V-VI კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის საბოლოო ქულა (დამრგვალების შემდეგ)
არის 5.0 ან მეტი და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ე.ს.გ-ით განსაზღვრულ ყველა შესაბამის საგანში.
- VII-XII კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ:
ა) მოსწავლის თითოეული საგნის საბოლოო ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი (ხოლო ფიზიკასა
და მათემატიკაში 6.0 ან მეტი) და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა ე.ს.გ.-ით გნსაზღვრულ ყველა
შესაბამის საგანში.
ბ) ფიზიკისა და მათემატიკის სადირექციო წერებში, რომლებიც, სკოლის სტატუსიდან გამომდინარე, ამ
კლასებში (გარდა XII კლასისა) ჩატარდება სასწავლო წლის განმავლობაში 4ჯერ მოსწავლეს
მიღებული აქვს დადებითი შეფასება (უდიდესი ქულის 50% ან მეტი), სულ მცირე 3ჯერ.*
გ) ფიზიკისა და მათემატიკის სადირექციო წერებში მხოლოდ 2ჯერ დადებითი შეფასების მიღების
შემთხვევაში, თუ მოსწავლე წარმატებით დაძლევს (უდიდესი ქულის 50% ან მეტი) სადირექციო-საშემოდგომო
წერის ბარიერს.
P.S. კლასის დაძლევისთვის ამ ჩამონათვალის ყველა პუნქტის შესრულება სავალდებულოა.
*ა) XII კლასელთათვის სადირექციო წერების შესაბამის დროს ჩატარდება პრეტესტები იმ საგნებში,
რომელთაც აირჩევენ მოსწავლეები, რაც ხელს შეუწყობს მათ ეროვნული გამოცდების წარმატებით
ჩაბარებაში
ბ) თუ სადირექციო წერის შედეგების მიხედვით, რომელიმე კლასში მოსწავლეთა 50% ან მეტი ვერ გადალახავს
ბარიერს, შესაბამისი კათედრა უფლებამოსილია დანიშნოს დამატებითი სადირექციო წერა, კლასის იმ
მოსწავლეთათვის, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს.
გ) სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით, სადირექციო წერისგან შეიძლება გათავისუფლდნენ ის
მოსწავლეები, რომლებიც მოცემულ საგანში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან ან მონაწილეობენ
რომელიმე საერთაშორისო პროექტში (საერთაშორისო ოლიმპიადა, კონფერენცია, სიმპოზიუმი). აღნიშნულ
მოსწავლეთა სიას შესაბამისი კათედრა აწვდის დირექციას წერამდე სულ მცირე ერთი კვირით ადრე,
ჩამონათვალი საჯაროა და მაჭვირვალე, გათავისუფლების მიზეზთა მითითებით. გათავისუფლების შემთხვევაში
მოსწავლეს ამ წერაში ეწერება უმაღლესი შეფასება.
დ) ბოლო, მეოთხე სადირექციო წერის დაწერა სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის, რომლებიც არ შევლენ
ზედა პუნქტით გათვალისწინებულ ჩამონათვალში.
- დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების
შემდეგ) არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI კლასები,
რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
- საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ)
არის 5-ზე მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო საფეხურში შემავალი
ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე
გადასვლის უფლებას.
- საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ)
არის 5-ზე მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საშუალო საფეხურში
შემავალი ყველა კლასი.
მოსწავლეთა საბაზო და საშუალო საფეხურზე გადაყვანა
მოსწავლეთა საბაზო და საშუალო საფეხურზე გადაყვანა სკოლის სტატუსიდან გამომდინარე
მოხდება: სკოლის მიერ ჩატარებული შესარჩევი გამოცდით (მე-7 კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკაში,
ხოლო მე-10 კლასში - მათემატიკასა და ფიზიკაში,). გარდა ზემოაღნიშნული გამოცდებისა, სხვა
სკოლებიდან გადმოსვლის მსურველებს შეუძლიათ შესარჩევ გამოცდებზე გამოვიდნენ სკოლის სადირექტორო წერების
ჩატარების დროსაც.
მე-10 კლასში მისაღებ გამოცდაზე დადებით შეფასებად ჩაითვალოს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი.
გაცდენები და შეფასება
- თუ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული
საგნისთვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი, იგი ამ საგანში არ ფასდება საგნის
მასწავლებლის მიერ. ამ შემთხვევაში მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების
საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლის მიერ ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის
გათვალისწინებული საათების 30% და მეტის გაცდენის შემთხვევაში და/ან რომელიმე სემესტრის საპატიოდ
გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე ფასდება სკოლის მიერ მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების
საფუძველზე.
- მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ელექტრონულ ჟურნალში გაკვეთილის დაწყებისთანავე. გაკვეთილებზე
მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.
- სკოლა ვალდებულია შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ
მკურნალობა ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების
მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ სწავლებაზე გადასვლის
მომენტიდან, არ გავრცელდება პირველი პუნქტით გავრცელებული მოთხოვნები.
- იმ მოსწავლეებს, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში,
დირექტორის განკარგულებით „არები“ ჩაეთვლებათ საპატიოდ.
გამოცდის ტიპები
ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში შესაძლებელია
ჩატარდეს შემდეგი ტიპის გამოცდები:
- წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
- საშემოდგომო გამოცდა;
- ექსტერნატის გამოცდა;
- ცენტრალიზებული გამოცდა
- ნიშნის ასამაღლებელი გამოცდა (სემესტრული)
- სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველ მოსწავლეთათვის მისაღებ
გამოცდად ფიზიკასა და მათემატიკაში ითვლება სადირექციო წერა, რომელიც ჩატარდება სასწავლო წლის
განმავლობაში 4-ჯერ.
სემესტრული გამოცდა
- სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი
შეფასება ეკუთვნის.
- სემესტრული გამოცდის დანიშვნისთვის მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი სემესტრის
დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს
საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ.
დაშვებაზე უარის შემთხვევაში, გადაწყვეტილება იქნება დასაბუთებული.
- მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, სკოლამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები გამოცდის
ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.
- მოსწავლის გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ნიშანი
გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა
ორზე.
- სემესტრული გამოცდა ტარდება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.
წლიური გამოცდა
2023-2024 სასწავლო წელს წლიური გამოცდა ჩატარდება VII-VIII-X-XI კლასებში
შემდეგ საგნებში:
წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე, საგნის წლიური ქულის
გამოთვლისას, წლიური გამოცდის ქულა დაემატება საგნის სემესტრულ ქულებს და ჯამი გაიყოფა სამზე.
IX კლასში, საფეხურის ცენტრალიზებული გამოცდის გამო, წლიური გამოცდა მათემატიკასა და ფიზიკაში არ
ჩატარდება.
საშემოდგომო გამოცდა
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა იქნება 5-ზე ნაკლები (ხოლო მათემატიკასა და
ფიზიკაში 6-ზე ნაკლები),
- საშემოდგომო გამოცდა ფიზიკასა და მატემატიკაში ემთხვევა სადირექციო-საშემოდგომო წერას
- საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა კონსულტაციებს გაუწევს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც
მათ დაენიშნებათ აღნიშნული ტიპის გამოცდა;
- მოსწავლე საგნის/საგნების საბოლოო შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო
გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა);
- სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა საშემოდგომო
გამოცდებს ჩაატარებს წერილობითი ფორმით, სწავლის დამთავრებიდან არაუადრეს ორი კვირისა.
ექსტერნატის ფორმით გამოცდა
ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღების წესი და პირობები განისაზღვრება
კანონმდებლობით;
ექსტერნატის გამოცდას აბარებენ ის პირები, რომლებიც ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების
პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად ძლევენ და ექსტერნატის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების
დასადასტურებლად, რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს
(„წინმსწრები“) და აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომელთაც საბაზო/საშუალო საფეხურზე სასწავლო წლის მანძილზე
კონკრეტული საგნისათვის გათვალისწინებული საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.
მოსწავლის აკადემიური მიღწევის აღიარება
შეფასების მაღალი დონე (ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან
საფეხურის წარჩინებით დამთავრებას.
სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N2 სახით თან ერთვის სასკოლო საათობრივი ბადე, რომელიც:
ა) განსაზღვრავს საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობას;
ბ) მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა
თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.
საგანმანათლებლო რესურსის ჩამონათვალი
სკოლა უზრუნველყოფს სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა,
კომპიუტერული ლაბორატორია და სხვ.) ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
საგანმანათლებლო რესურსების ტიპებია:
ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელო/სერია;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია;
გ) დამატებითი საგანმანათლებლო (მათ შორის, ელექტრონული) რესურსები;
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვ.).
მათემატიკა: საანგარიშო, მაგნიტური დაფა, რიცხვები მაგნიტური სამაგრით, ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები
მაგნიტური სამაგრით, სახაზავი, სანტიმეტრი, საათი, წამზომი, თერმომეტრი და ა.შ
ქართული: ქართული ანბანი, ბიოგრაფიული თვალსაჩინოებები და ა.შ
საზოგადოებრივი მეცნიერებები: რუკები, ნახევარსფეროების ფიზიკური რუკა, მაგნიტები, კომპასი, გლობუსი და
ა.შ
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ლაბორატორიის სრული კომპლექტი, მულაჟების, პლაკატები, რეაქტივები და
ა.შ
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: ნატურიდან ხატვისთვის საჭირო სხვადასხვა თვალსაჩინოება, დეკორატიული
და გეომეტრიული ფიგურები, მხატვრების ალბომები და პლაკატები, ფანქრები, სახატავი მასალები და ა.შ..
მუსიკა: პიანინო, დისკები, ქართული ხალხური საკრავების პლაკატები და ა.შ
სპორტი: ბურთები, ჭადრაკის დაფები, ჰულაჰუპები და სხვა.
სასკოლო სასწავლო გეგმას დანართი N6 სახით თან ერთვის გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების
ჩამონათვალი, რომელიც გამოყენებული იქნება 2023-2024 სასწავლო წელს.
შინსწავლება
სკოლა ვალდებულია შინსწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე
მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის
საფუძველზე;
სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს
მოსწავლესთან ვიზიტს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ
მოსწავლეს).
მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი
კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით
გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას.
სადამრიგებლო პროგრამა
კლასის დამრიგებლის მოვალეობები
- გამოცხადდეს სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე. საათზე და დაჰყოს თავისი
სადამრიგებლო კლასის გაკვეთილების დასრულებამდე.
- გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და
მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი
საკითხები და სხვ.);
- დაწყებით საფეხურზე ჩაატაროს სადამრიგებლო საათი არანაკლებ ორ კვირაში ერთხელ, საბაზო-საშუალო
საფეხურებზე - არანაკლებ თვეში ერთხელ. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა მოსწავლის
ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს სხვადასხვა უნარის განვითარებაზე (მაგ.: კითხვის უნარის
განვითარება (დაწყებით საფეხურზე), გარემოსდავითი კულტურის განვითარება და სხვ.) სხვადასხვა
აქტივობის მეშვეობით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს ან/და
საჭიროებს ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციას/გაფართოებას, გარემოს ადაპტაციას, ალტერნატიულ
სასწავლო გეგმას ან/და სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას.
- სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა;
ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;
გ) სწავლის უნარის დარღევა;
დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
ე) მეტყველების განვითარების დარღვევა;
ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო
გეგმის მოთხოვნებს.
ი) ენობრივი ბარიერის გამო გამოწვეული სირთულეები სწავლაში.
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება სამინისტროს ინკლუზიური განათლების
მულტიდისციპლინური გუნდის (შემდგომში - მულტიდისციპლინური გუნდი) შეფასებისა და დასკვნის
საფუძველზე, ასევე მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განისაზღვრება სსსმ მოსწავლისთვის ეროვნული
სასწავლო გეგმის ადაპტაციის საჭიროება. ადაპტაციის სახეებია: მოდიფიკაცია, აკომოდაცია,
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ალტერნატიული სასწავლო მიზნები, ალტერნატიული სასწავლო გეგმა ან/და
გაფართოებული სასწავლო გეგმა.
- სსსმ მოსწავლისთვის სკოლა უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას, სასწავლო გარემოს
აკომოდაციას და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავებას.
- მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით
განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს
სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების
გათვალისწინებით.
- სასწავლო გარემოს აკომოდაცია ნიშნავს სასწავლო გარემოს ისეთი ცვლილებას, რომელიც არ იწვევს
ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შექმნას ქვემოთ ჩამოთვლილ
კომპონენტებში:
ა) ინსტრუქციის აკომოდაცია;
ბ) გარემო პირობების აკომოდაცია;
გ) შეფასების აკომოდაცია;
დ) დროის, გრაფიკის აკომოდაცია.
- ალტერნატიული სასწავლო მიზნების შემუშავება ხდება მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე
მოსწავლეებისთვის, თუ შეუძლებელია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი საგნის სწავლება.
მძიმე, ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის აუცილებელია ინდივიდუალურ სასწავლო
გეგმაში ალტერნატიული მიზნების შეტანა, როგორიცაა ყოველდღიური სასიცოცხლო ფუნქციური უნარ-ჩვევების
გამომუშავება.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
გათვალისწინებით ეროვნული სასწავლო გეგმის ადაპტაციით შექმნილი სასწავლო გეგმა.
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო
შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით
საშუალებებს/ღონისძიებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს.
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა
საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ
შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების
მისაღწევად.
- სკოლა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო უკვე იდენტიფიცირებული სსსმ მოსწავლეებისთვის - ორი კვირის
ვადაში ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ
საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად.
- ყოველი სსსმ მოსწავლისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ფარგლებში დეტალურად უნდა განისაზღვროს:
ა) სასწავლო შედეგები, სწავლების სტრატეგიები და სასწავლო (როგორც საკლასო, ისე საშინაო) აქტივობები
შერჩეულ საგანში/საგნებში;
ბ) დრო, რომელსაც მასწავლებელი დაუთმობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო
შედეგების მიღწევას თითოეულ საგანში;
გ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ჯგუფური/ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობების გრაფიკი,
ადგილი და ხანგრძლივობა;
დ) დამატებით ჯგუფურ/ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი: საგნის მასწავლებელი,
მშობელი და/ან სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტი;
ე) სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი რესურსი (სახელმძღვანელოები და მოსწავლისათვის საჭირო სხვა
საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსი) და რესურსით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, მათ
შორის, მშობელიც;
ვ) მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსები.
2. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ბავშვის კოგნიტური, აკადემიური,
საგნობრივი კომპეტენციების, ინტერესების, სოციალური, ქცევითი, ემოციური, მოტორული და სხვა სფეროების
შესახებ, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინები
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი ისგ ჯგუფი
- სკოლის დირექტორის ბრძანებით თითოეული სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის
შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. ისგ-ს ჯგუფი ვალდებულია
მონაწილეობა მიიღოს ისგ-ს შიდა მონიტორინგში და მასალა წარუდგინოს სკოლის დირექტორს.
- სკოლის ისგ ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისაგან:
ა) სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი;
ბ) საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს;
გ) სკოლაში ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი/სპეციალისტები;
დ) სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეული სხვა სპეციალისტი.
- ისგ ჯგუფს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი, რომელიც წარმართავს ჯგუფის წევრების მუშაობას და
პასუხისმგებელია ჯგუფის საქმიანობაზე. ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს დამრიგებელი.
- ისგ ჯგუფი იკრიბება, სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ; ისგ ჯგუფის წევრები შეხვედრაზე
განიხილავენ სსსმ მოსწავლის მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესს, მის სასწავლო შედეგებს,
გამოწვევებს, გამოყენებული სწავლების სტრატეგიების ეფექტურობას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმაში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროებას, სწავლებაში ახალი მიდგომებისა და მეთოდების
დანერგვის საჭიროებას და აუცილებელ რესურსებს.
- ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი/კლასის დამრიგებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს.
ყველა სხდომის ოქმი ინახება მოსწავლის პირად საქმეში.
- სასწავლო წლის დასასრულს, ისგ ჯგუფის წევრი თითოეული მასწავლებელი აფასებს შესაბამის საგანში სსსმ
მოსწავლის მიღწევების (ცოდნა, უნარ-ჩვევები) შესაბამისობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმით
განსაზღვრულ სასწავლო შედეგებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ანგარიშს წარუდგენს დირექტორს,
პედაგოგიურ საბჭოს და მშობელს.
სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება, დასწრება და გაცდენები
- სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასება ხდება იმავე პრინციპით, როგორც ფასდება ნებისმირი
სხვა მოსწავლის აკადემიური მიღწევა. თუ სსსმ მოსწავლე განათლებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო
გეგმით, ფასდება მის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. სსსმ
მოსწავლე, რომელიც წარმატებით ძლევს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ფასდება მაღალი ქულით.
- სსსმ მოსწავლისთვის სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულები გამოითვლება იმავე პრინციპით, როგორც
სხვა მოსწავლეებისთვის.
- მულტიდისციპლინური გუნდის წინასწარი დასკვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, შესაძლებელია:
ა) სსსმ მოსწავლე გადავიდეს მომდევნო კლასში იმ შემთხვევაში, თუ ის, დასკვნის საფუძველზე, არ
ესწრება ერთ ან რამდენიმე საგანს და არ აქვს შეფასება შესაბამის საგანში/საგნებში.
ბ) სსსმ მოსწავლის წლიური ქულა გამოანგარიშდეს საგნის/საგნების ერთი სემესტრის შეფასების
საფუძველზე.
- საბაზო/საშუალო საფეხურის სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30 % და
მეტი გაცდენის შემთხვევაში, ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად, ექსტერნატის ფორმით
აბარებს გამოცდას.
სსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება
- იმ შემთხვევაში, თუ სსსმ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს სკოლაში სიარულის
საშუალებას, სკოლა მიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეც სსსმ მოსწავლე
სწავლას განაგრძობს შინ სწავლების ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არ
ესწრება გაკვეთილებს. სკოლა უდგენს მას ინდივიდუალური სწავლების სპეციალურ გეგმას, რომლის
მიხედვითაც მოხდება სსსმ მოსწავლის შინ სწავლება.
- მულტიდისციპლინური გუნდი განსაზღვრავს და სკოლასთან და მშობელთან ათანხმებს სსსმ მოსწავლის
ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
- შინ სწავლების მეთოდით გათვალისწინებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა მაქსიმალურად იქნება
მიახლოებული ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. სკოლა დაადგენს განრიგს, რომლის მიხედვითაც სკოლის მიერ
განსაზღვრული საგნის მასწავლებელი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი
განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს. სკოლამ/ისგ ჯგუფმა უნდა განახორციელოს შინ სწავლების
პროცესის მონიტორინგი სკოლის მიერ შერჩეული ფორმატით.
- შინ სწავლების პროცესში ჩართული იქნება სსსმ მოსწავლის მშობელი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს
ყოველდღიური დავალებების შესრულებაში.
- შინ სწავლების პროცესში შესაძლებელის გამოყენებულ იქნეს ინტერნეტი და ვიდეოკონფერენციები.
- სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს შინ სწავლებაზე მყოფი მოსწავლისათვის
შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნის (გარდა ფიზიკური აღზრდისა
(სპორტი)) კვირაში მინიმუმ ერთი აკადემიური საათის ოდენობით ჩატარებას.
იმისათვის, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლემ (სსსმ) სკოლაში თავი
უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს:
- სკოლა ქმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის მიმართულების განსაზღვრას,
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას.
- სკოლის კიბეებზე გაკეთებულია პანდუსი, რომლის საშუალებითაც ისინი იოლად შეძლებენ გადაადგილებას და
ურთიერთობას თანატოლებთან.
- სსსმ მოსწავლის საჭიროების შესაბამისად, იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა;
- მასწავლებელს, მულტიდისციპლინურ გუნდთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ, შეეძლება სსსმ მოსწავლეს
შეუცვალოს გაკვეთილები ან შეუმციროს რაოდენობა.
- მასწავლებელს შეეძლება საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს ალტერნატიული აქტივობები;
- ცოდნის ხარისხის გაზრდის მიზნით, ჩაუტაროს დამატებითი მეცადინეობა, შეაფასოს ინდივიდუალური
მიღწევების მიხედვით;
- სკოლა წაახალისებს მოსწავლეს, ზოგჯერ უბიძგებს კიდეც, გახდეს დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს მისთვის
იქნება შესაძლებელი;
- სკოლა ჩამოუყალიბებს მოსწავლეს სხვადასხვა უნარს (კითხვის, წერისა და აზროვნების უნარები, რომელიც
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის არის საჭირო);
- ვიზუალური გზით სწავლებისას გამოყენებული იქნება ნახატმანიპულაციები, (მათემატიკის) დიაგრამები,
ილუსტრირებული სახელმძღვანელოები, ვიდეოები, ფორმატები, სლაიდები და სხვა თვალსაჩინოებები;
- გამოყენებული იქნება სხვადასხვა თამაში სოციალური განვითარებისთვის;
- ექნებათ კომპიუტერის გამოყენების საშუალება;
- სსსმ მოსწავლის სწავლების პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სსსმ მოსწავლის მშობელი.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურება
- „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია,
საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში შესთავაზოს, როგორც სკოლაში დარეგისტრირებულ,
ასევე არარეგისტრირებულ მოსწავლეებს („მსმენელებს“), დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო,
უფასო და ფასიანი მომსახურება. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი
ხელმისაწვდომობა სკოლის ყველა მოსწავლისათვის.
- ამ მხრივ, სკოლაში მუშაობას აგრძელებს „ლოგიკური აზროვნების საწყისების“ საკვირაო სკოლა
(დანართი 7), რომელიც დაწყებითი საფეხურის (III-VI) კლასის მოსწავლეებისათვის ფასიანია.
- საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, სკოლის სტატუსიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ,
იმუშავებს საოლიმპიადო წრეები (STEM-ის საგნებში).
- 2023-24 სასწავლო წელს სკოლის სტატუსიდან გამომდინარე ქალაქის სხვადასხვა სკოლების საბაზო და
საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებას დაიწყებს „ნიჭიერთა საღამოს სკოლა“ , რომლის
მომსახურებაც ფასიანია.(დანართი 8).
- გაწეული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა წარმოებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, სკოლის
საბანკო ანგარიშზე. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში და მიღებული სახსრები
კანონმდებლობის შესაბამისად მოხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
სკოლის საბანკო ანგარიშზე სტანდარტზემოთ მომსახურებიდან შემოსული თანხების ყოველთვიური
განაწილების სტრუქტურა.
- ადმინისტრაციის, წრის მასწავლებლებისა და ტექპერსონალის ხელფასი.
- შტატგარეშე მუშაკის ხელფასი
- დარჩენილი თავისუფალი თანხების განაწილება სასკოლო საჭიროებებიდან გამომდინარე.
შემოსული თანხების აღრიცხვა და განაწილება მოხდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სკოლის
ადმინისტრაციის მიერ დიორექტორის ბრძანებით.