IATI 2024 ოქროს მედლით დაჯილდოვდა ოთარ ციბაძე

ბულგარეთის ქალაქ შუმენში 16-21 აპრილს გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე IATI 2024 ოქროს მედლით დაჯილდოვდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის IXგ კლასის მოსწავლე ოთარ ციბაძე.

ოლიმპიადაში მონაწილე 200-მდე მონაწილეს შორის ოთარი საუკეთესო 15 მონაწილეს შორის მოხვდა.

IATI - International Advanced Tournament in Informatics - ეს არის ტურნირი, რომელიც უკვე 15 წელია რაც ტარდება ინფორმატიკის ტოპ ჯუნიორ (16 წლამდე) და სენიორ (16 წელს ზევით) მონაწილეებს შორის ონლაინ ფორმატში.

ტურნირის ორგანიზატორები და მასპინძლები ტრადიციულად არიან შუმენის უნივერსიტეტი, მუნიციპალიტეტი და სკოლა “A&B”. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კი ტრადიციულად ქალბატონი ბისერკა იოვჩევა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოთარისთვის ეს პირველი წარმატება არ არის. ოთარ ციბაძე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ჟაუტიკოვის სახელობის XX საერთაშორისო ოლიმპიადაზე, EJOI 2023-ზე და ასევე, Info(1)Cup 2024-ზე.

მადლობა ოთარ ციბაძის პედაგოგებს: ბ-ნ მალხაზ ჯინჯიხაძეს, ალექსანდრე დგებუაძეს, დიმიტრი ჯანგველაძეს, ასევე სკოლის ყველა პედაგოგს, რომელთაც ოდნავი წვლილი მაინც მიუძღვით ოთარის წარმატებაში.

მადლობა ოთარის მშობლებს, დიდი მოწიწებით ვულოცავთ მათ.

დამრიგებელი - ქეთინო მაჩალაძე

შედეგები იხილეთ აქ
Image 0
Image 1
Image 2
Image 3