„ტვინების ბრძოლა“

„ტვინების ბრძოლა“ არის საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. კომპანია უკვე მეათე სეზონია წარმატებით ახორციელებს საინტერესო პროექტებს.

2024 წლის გაზაფხულის სეზონზე ტვინების ბრძოლა ტრადიციულად მასშტაბური პროექტებით დაბრუნდა!

ტვინების ბრძოლა არის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის.

ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს.

თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებზე.

პირველადგილოსანი გუნდი მოიპოვებს სკოლის ჩემპიონის ტიტულს.

გამარჯვებულს Brains-ისგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი“.

ასევე, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რომელიც ტარდება საქალაქო მასშტაბით.

19 აპრილს სკოლის დაწყებითი სწავლების კორპუსში დაიწყო ტვინების ბრძოლის პირველი ეტაპი “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია, რომელშიც მონაწილეობა მე-3 კლასელების 24-მა და მე-4 კლასელების 19-მა გუნდმა მიიღო. სკოლის თვითმმართველობამ შესანიშნავად შეძლო თამაშის ორგანიზებულად, მაღალ დონეზე ჩატარება.

თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. სასკოლო ეტაპის შედეგები მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.


Image 0
Image 1
Image 2
Image 3
Image 4
Image 5