ეკონომიკის ოლიმპიადა

GELi - საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის ორგანიზებით საქართველოში 2023 წლიდან ტარდება ეკონომიკის ოლიმპიადა.

ეკონომიკის ოლიმპიადა არის პროექტი, რომელიც აუმჯობესებს ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონეს სკოლის მოსწავლეებში. იგი დაარსდა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2016 წელს, 2017 წლიდან კი გახდა საერთაშორისო პროექტი.

ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა უკვე ტარდება 20-მდე ქვეყანაში, რომელშიც ყოველწლიურად ჩართულია 100 000 მოსწავლე და 4 000-მდე მასწავლებელი და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.

ოლიმპიადის სკოლის რაუნდი 17, 18 და 19 მარტს ჩატარდა - 17 მარტს თბილისის სკოლებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში, 18 და 19 მარტს კი საქართველოს სხვა სკოლებისთვის სკოლებში.

ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენი სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებმა: თეკლა ცხადაძემ, ანი მარდალეიშვილმა, გიგი ფხაკაძემ, გიორგი ქათამაძემ, ერეკლე კალატოზმა და მირიან ფაიქიძემ მიიღეს.

ყველა მათგანმა წარმატებით დაძლია სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც ჩატარდება 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებას და ეროვნულ და შემდგომ საერთაშორისო ფინალურ რაუნდებში გამარჯვებას ვუსურვებთ.


Image 0