ბარბარე კუჭავა Egmo-ს ნაკრებშია

2024 წელს საქართველო ევროპის გოგონათა მათემატიკის - EGMO რიგით მეცამეტე ოლიმპიადას მასპინძლობს!

ეს გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან მათემატიკური ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი ახალგაზრდა მათემატიკოსი ეწვევა საქართველოს.

3-4 თებერვალს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლაში ჩატარდა ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადის (EGMO) ნაკრების წევრების შესარჩევი ტური.

გასულ წლებში საქართველო აღნიშნულ ოლიმპიადებზე 4 წევრიანი ნაკრებით იყო წარმოდგენილი, მაგრამ რადგან საქართველო მიმდინარე წელს თავად იქნება ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა, უფლება აქვს 2 გუნდით წარდგეს. IX დ კლასის მოსწავლე ბარბარე კუჭავა მეორე ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. ვულოცავთ ბარბარეს და წარმატებას ვუსურვებთ.


ბარბარე კუჭავა