თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წერაზე გამოცხადებას, მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ამის შესახებ უნდა შეატყობინოს სკოლას წერამდე სულ მცირე 24სთ-ით ადრე (წარმოადგინოს შესაბამისი საბუთი);
მოსწავლე წერაზე უნდა გამოცხადდეს დროულად, თან უნდა ჰქონდეს რვეული (სასურველია უჯრებიანი), 8 თაბახის ფურცელი, ავტოკალამი და სხვა საჭირო ინვენტარი;
მოსწავლეს წერაზე ეკრძალება მობილური ტელეფონისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობის შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოიხსნება წერიდან;
დაგვიანებული მოსწავლე წერაზე არ დაიშვება;
წერიდან მოხსნილი მოსწავლეებისთვის განმეორებითი წერა არ ჩატარდება, აღდგენითი წერა ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, ვისაც ძირითადი წერის გაცდენის საპატიო საბუთი ექნებათ;
აპელაცია იწარმოებს 25-27 დეკემბერს;
შესაბამისი კლასების დამრიგებლებმა უზრუნველყონ მოსწავლეთა დროული ინფორმირება;