ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ნონა გაფრინდაშვილის თასზე
2025 წლის 7 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო ოლიმპიადის ფინალური ეტაპი — „ნონა გაფრინდაშვილის თასის“ რეგიონალური ტურნირის დასკვნითი ფინალი I-II კლასის მოსწავლეთა შორის (გუნდური შეჯიბრება).
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა წარდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
I დაფა — ალექსანდრე ცხოვრებაძე
II დაფა — სანდრო სახამბერიძე
III დაფა — ლუკა მაჩიტაძე
IV დაფა — ერეკლე გველებიანი
გუნდის კაპიტანი — თეა კურდღელია
ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით , სადაც პატარა მოჭადრაკეებმა მაღალი ოსტატობით იასპარეზეს . ჩვენი გუნდი გახდა საქართველოს ჩემპიონი!
დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში გუნდს გადაეცა ჩემპიონის თასი , მედლები და ფასიანი საჩუქრები .
ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას! ვუსურვებთ მათ მომავალ გამარჯვებებს და მუდმივ წინსვლას ჭადრაკის სამყაროში!