„ნონა გაფრინდაშვილის თასი“

12 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედარაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს მეორე სასკოლო ოლიმპიადის რაიონული ტური ჭადრაკში „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების I-II კლასის მოსწავლეთა შორის (გუნდური)

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა წარდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:

I დაფა --- ლუკა მაჩიტაძე

II დაფა ---- სანდრო სახამბერიძე

III დაფა ---- ერეკლე გველებიანი

IV დაფა ---- გიორგი ცომაია

გუნდის კაპიტანი --- თეა კურდღელია

პირველი ეტაპი, რაიონული პირველობა, გაიმართა ოლიმპიური სისტემით.

პატარა მოჭადრეკეებმა წარმატებით იასპარეზეს. ფინალური შეხვედრა 4:0 ითამაშეს, პირველი ადგილი დაიკავეს და რეგიონალურ პირველობაზე გასამგზავრებელი საგზური ღირსეული გამარჯვებით მოიპოვეს.

რეგიონალურ პირველობაზე ქალაქის ღირსებას ჩვენი სკოლის პატარა მოჭადრაკეები დაიცავენ.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.


Image 0
Image 1
Image 2
Image 3
Image 4
Image 5
Image 6
Image 7
Image 8