"ტვინების ბრძოლა"

27 ოქტომბერს ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ჩატარდა გუნდურ-ინტელეტუალური ჩემპიონატი - "ტვინების ბრძოლა" სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, VI-XI კლასელებისათვის. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები:

VIII კლასის გუნდი „ჯვაროსნები" გუნდის წევრები: აკაკი წიტაიშვილი, ცოტნე კოტორეიშვილი, გიორგი ჯვარშეიშვილი, მათე დარხველიძე, ანდრია კოსტავა დამრიგებელი - ნათია ყანჩაველი

XI კლასის გუნდი „კოსინუსები" გუნდის წევრები: ლიზი ავალიანი, საბა კირკიტაძე, ელენე ფოფხაძე, მარიამ შუბლაძე, ანასტასია ლეკვეიშვილი დამრიგებელი - ქეთევან მაჩალაძე

მადლობას ვუხდით სასკოლო ტურში ჩართულ ყველა მონაწილესა და ორგანიზატორებს, ხოლო შემდეგ ეტაპზე გადასულ გუნდებს ვულოცავთ ამ შედეგებს და წარმატებებს ვუსურვებთ საქალაქო პირველობაზე, რომელიც გაიმართება 26 ნოემბერს.