მსოფლიოს 35-ე ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ერთ-ერთია იმ რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ოლიმპიადიდან, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მთელ მსოფლიოში. სხვადასხვა ქვეყნიდან გამორჩეული საშუალო სკოლის მოსწავლეები კონკურენციას უწევენ პრესტიჟულ ალგორითმულ კონკურსში ინფორმატიკის უნარების გასაძლიერებლად, როგორიცაა პრობლემის ანალიზი, ალგორითმების და მონაცემთა სტრუქტურების დიზაინი, პროგრამირება და ტესტირება.

თითოეული მონაწილე ქვეყანა ირჩევს გუნდს ოთხამდე კონკურსანტისგან, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ერს. გუნდი - გუნდის ლიდერის და მოადგილის თანხლებით - იასპარეზებს ორდღიან შეჯიბრში. თითოეული კონკურსანტი ინდივიდუალურად ეჯიბრება საკუთარი ქულის გაზრდის მიზნით სამი ალგორითმული ამოცანის გადაჭრით ყოველ კონკურსის დღეს ხუთი საათის განმავლობაში.

წელს მსოფლიოს 35-ე ოლიმპიადა ინფორმატიკაში უნგრეთის ქალაქ სეგედში 28 აგვისტოს დაიწყო და 4 სექტემბერს დასრულდა, მასში 90 ქვეყნის 355 უძლიერესი მოსწავლე მონაწილეობდა. სპეციალისტების მიერ ეს ოლიმპიადა უკვე შეფასდა, როგორც მსოფლიო ოლიმპიადების ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი.

ოლიმპიადაზე ჩვენი სკოლის ყოფილმა მოსწავლემ - თარაშ დოლაბერიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო თბილისის კომაროვის მოსწავლეებმა - ლუკა მელაძემ, ლუკა მოსიაშვილმა და ირაკლი სულამანიძემ კი - ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველები ამ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის გარეშე არ დარჩენილან. ოქრო ჩვენმა თანამემამულემ ერეკლე როინიშვილმა მოიპოვა დიდი ბრიტანეთის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც უკვე მესამე წელია ირიცხება და წელს ამ ნაკრებში წინა წლების ასევე წარმატებული მოღვაწეობა ოქროთი დაასრულა.