„გალფის“ ერთწლიანი სტიპენდია

მარიამ შონია, მარიამ გელაშვილი, ლიზი კუჭავა და ლუკა ლიკლიკაძე

24 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „გალფის“ 2023-2024 წლის სასტიპენდიო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომპანია „გალფის“ მენეჯმენტი, განთლებისა და მეცნიერების მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ესწრებოდნენ.

„მომავალი ჩვენია“ - კომპანია „გალფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტია, რომლის ფარგლებში, სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შეიქმნა „გალფის სასტიპენდიო პროგრამა“.

კომპანია „გალფი“ უკვე მეორე წელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ავლენს 100 საუკეთესო პირველკურსელს, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად ენიშნებათ 300 ლარის ოდენობით გალფის სტიპენდია.

100 საუკეთესო პირველკურსელს შორის მოხვდნენ ჩვენი სკოლის ოთხი კურსდამთავრებული - მარიამ შონია, მარიამ გელაშვილი, ლიზი კუჭავა და ლუკა ლიკლიკაძე.