შაბათს, 5 ოქტომბერს გელოდებით გოს შემსწავლელი კურსის პირველ შეკრებაზე 15:00 საათზე
დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს.
ასაკი შეზღუდული არ არის
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577420400 - გოჩა დვალიშვილი
რუსთაველის N127
პირველად ქუთაისში !
ჩვენს სკოლაში გაიხსნება „გო“-ს შემსწავლელი ჯგუფი.
ამ თამაშში განსხეულებულია ცნობილი გამოთქმა “გენიალურობა სიმარტივეშია“. მიუხედავად უმარტივესი წესებისა, გო კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი სისტემაა.
გო ღრმა სტრატეგიული თამაშია. ჭადრაკის მსგავსად ის ავითარებს ბევრ საჭირო თვისებას:
განსხვავებულ ხედვას,
შორსმჭვრეტელობას,
ხელს უწყობს აზროვნების სიღრმის გამომუშავებას, ყურადღების კონცენტრაციას, ახლო და შორეული გეგმის შემუშავების უნარის და ზოგადი ინტელექტის ზრდას.
ამ სტრატეგიული თამაშის მიზანია დაფაზე ტერიტორიის დაკავება - მოიპოვო დაფაზე საკუთარი ტერიტორია და დაიცვა მეტოქისგან.
თამაშს აქვს მეტად საინტერესო ფილოსოფიაც, მასში ადამიანის ხასიათის ამოცნობაც შეიძლება - ზედმეტი სიხარბე თუ ზომიერება, გადამეტებული გაბედულება თუ შიში, ყველაფერი თამაშის მსვლელობაზე აისახება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გოში ყველა შესაძლო ვარიანტების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ჭადრაკში. თამაშის დასაწყისში გაკეთებული სვლა თამაშის ბოლოს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
კომპლექსურობა, ელეგანტურობა, იმპროვიზაცია არის იმ მრავალ ფაქტორთაგანი, რომლებიც გოს „ღმერთების თამაშად“ აქცევს. ასე რომ წინ გელოდებათ ინტელექტუალურ, აღმოსავლური იდუმალებით მოცულ სამყაროში მოგზაურობა.
უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილია პირველი ტურნირი.
სწავლება უფასოა.