ჯანსაღი კვება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის კეთილდღეობასა და ეფექტური სწავლის უნარების განვითარებაში.
7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის II-გ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალფეროვანი და შემოქმედებითი პროექტი-,,ჯანსაღი ცხოვრება ვიტამინებთან ერთად,,
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები ფლაერები, დიორამები, შეასრულეს სახალისო დავალებები.
შექმნეს ჯანსაღი კვების სლოგანები, გაიაზრეს პროექტის მნიშვნელობა და გამოხატეს, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ იდეა შემოქმედებითად გააცოცხლეს.
„ვიტამინების სამეფოში“ — ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც პროექტის დასკვნითი ეტაპი იყო.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვან როლს შეიტანს ბავშვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
კლასის ხელმძღვანელი - თეა ხურციძე