„ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს,“ – წერდა ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე.
14 აპრილი დედაენის დღეა — ძვირფასი და საფიცარი, როგორც თავად სიტყვა დედა.
დედაენისადმი მიძღვნილი ამ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნაში აქტიურად ჩაერთო ჩვენი სკოლის IV ა კლასის მოსწავლეები მათი დამრიგებლის ნანა ლაშხიას ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები და ლექსები ქართული ენის მნიშვნელობაზე, დაამზადეს კედლის გაზეთები, იმუშავეს ბარბარიზმების აღმოფხვრაზე, გააანალიზეს ქართული ანდაზები და ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში.
ღონისძიება დასრულდა მოსწავლეთა პრეზენტაციებით, რომლებშიც მათ წარმოაჩინეს დღემდე დაგროვილი ცოდნა და დამოკიდებულება მშობლიური ენისადმი.
ამ დღის ფარგლებში IV ა კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს ქართული ენის ცოდნის, დაცვისა და პატივისცემის აუცილებლობა.
კლასის დამრიგებელი - ნანა ლაშხია