„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ მომავალს!“

„ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ მომავალს!“ – III-ზ კლასის მოსწავლეების ინიციატივა ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

ჯანმრთელობა — როგორც ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობა — მოზარდის სრულფასოვანი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა. სწორედ ამიტომ, სკოლიდანვე უნდა დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესები, რაც მოიცავს ბალანსირებულ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და დღის სწორად დაგეგმვას.

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამ მნიშვნელოვანი თარიღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის III-ზ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი — ლელა გაჩეჩილაძე) განახორციელეს მრავალფეროვანი და შემოქმედებითი პროექტი სახელწოდებით „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ მომავალს!“

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ილუსტრირებული წიგნები, მოამზადეს კედლის გაზეთი, ბანერი, ფლაერები და სარეკლამო ვიდეორგოლები, რომლებიც მოგვიანებით თავადვე გაავრცელეს. ასევე, ჩაატარეს ჟურნალისტური კვლევა, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ, როგორ იკვებებოდა უფროსი თაობა ბავშვობაში და როგორ აისახა მავნე ჩვევები მათ ჯანმრთელობაზე.

მოსწავლეებმა შექმნეს ჯანსაღი კვების სლოგანები, დაწერეს თხზულებები, გაიაზრეს პროექტის მნიშვნელობა და გამოხატეს, თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოწვეული ექიმის რჩევებმა და სტუმრების გამოცდილების გაზიარებამ.

პროექტის ფარგლებში, კლასში დაარსდა ეკოკლუბი, რომელიც სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.


Image 0
Image 1
Image 2
Image 3
Image 4
Image 5
Image 6
Image 7
Image 8
Image 9
Image 10
Image 11
Image 12
Image 13
Image 14