ჩვენი სკოლის V-თ კლასის მოსწავლე დაჩი ფანცხავა 2025 წლის 28 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მონაწილეობას იღებდა საკვალიფიკაციო ჭადრაკის ტურნირში, რომელიც იმერეთში გაიმართა.
დაჩიმ დაიკავა მე-3 საპრიზო ადგილი და მე-4 თანრიგოსან ჭაბუკთა შორის წარმატებით მოიპოვა მე-3 თანრიგი!
ვულოცავთ დაჩის ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვამაყობთ მისით და ვუსურვებთ ბევრ გამარჯვებასა და პროგრესს მომავალში!
კლასის დამრიგებელი - ეკა მარგველაშვილი