დაწყებითი საფეხურის (III-IV-V-VI კლასები) მოსწავლეთათვის ზესტანდარტული მომსახურება მათემატიკის ღრმად შესწავლის მიზნით.
საკვირაო სკოლაში ნებაყოფლობით გაწევრიანებული მოსწავლეებისათვის მათემატიკაში ცოდნის გაღრმავება და მომზადება სხვადასხვა საგნობრივი ტურების, მოსწავლეთა ოლიმპიადებისა და კონფერენციებისათვის.
წარმატებული მოსწავლეებისათვის საკონფერენციო თემებისა და საოლიმპიადო გამოსვლებისათვის მომზადება და მიმართულების მიცემა, ასევე მათი ხელშეწყობა მათემატიკაში დამოუკიდებლად მუშაობაში.
საკვირაო სკოლის პრინციპია - დაწყებითი კლასების მოსწავლეები (გარდა I-II კლასისა) ქალაქის ყველა სკოლიდან საკუთარი სკოლის დატოვების გარეშე გაწევრიანდნენ საკვირაო სკოლაში, რათა კვალიფიციური მასწავლებლის მიერ შეფასდნენ, თუ რამდენადაა განვითარებული მოსწავლის შემეცნებითი უნარები მათემატიკაში.
საკვირაო სკოლაში შეიძლება გაწევრიანდნენ არა მხოლოდ სსიპ- ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები, არამედ ქალაქის ნებისმიერი (საჯარო ან კერძო ) სკოლის მოსწავლეებიც. სწავლება ნებაყოფლობითია და ფასიანი.
საკვირაო სკოლაში სწავლება წარიმართება შაბათ-კვირის განმავლობაში ან სურვილის მიხედვით კვირის ერთ დღეს, უპირატესად მაშინ, როცა მოსწავლის სასკოლო დატვირთვა ნაკლებია.
სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2-3 საათის განმავლობაში და იგი წარიმართება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
საკვირაო სკოლას მართავს საკვირაო სკოლის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი. იგი უფლებამოსილია განსაზღვროს საკვირაო სკოლის კათედრის შემადგენლობა და ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მოიწვიოს გამოცდილი პედაგოგები.
სწავლება სამი მოდულისგან შედგება. თითოეული მოდული გულისხმობს 12 კვირას,
კვირაში 6 საათიან დატვირთვას შესვენებით.
პირველი მოდული - ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი
მეორე მოდული - იანვარი, თებერვალი, მარტი
მესამე მოდული - აპრილი, მაისი, ივნისი
თითოეული მოდულის დასრულებისას მოსწავლე მიიღებს მის მიერ დამსახურებულ კრედიტ ქულას. კრედიტ
ქულები იკრიბება და მეექვსე კლასის დამთავრების შემდეგ საკვირაო სკოლის კათედრის
გადაწყვეტილებით საუკეთესო მოსწავლეებს გამოცდის გარეშე შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა ანდრია
რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მე-7 კლასში. ისეთ
მოსწავლეს, რომელიც ვერ დაძლევს სწავლას, უფლება ექნება გამოვიდეს საკვირაო სკოლიდან და აღარ
გააგრძელოს მეორე ან მესამე მოდული.
საკვირაო სკოლის პედაგოგები არიან პრაქტიკოსი, გამოცდილი, სერტიფიცირებული პედაგოგები მათემატიკაში. ასევე, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ ქალაქის უმაღლესი სასწავლებლების მათემატიკის კათედრის პედაგოგები, რომლებიც კარგად იცნობენ ამ ტიპის მეცადინეობების სპეციფიკას.
სწავლების თითოეული მოდული წარიმართება კათედრის წევრებსა და მოწვეულ მასწავლებლებთან წინასწარ შეთანხმებული შესაბამისი სილაბუსებით, „ლოგიკური აზროვნების საწყისების“ გაწერილი სტანდარტით.
მონიტორინგს სწავლების ხარისხზე სკოლის დირექტორის საერთო ზედამხედველობით ახორციელებს კათედრის ხელმძღვანელის წარდგინებით კათედრის წევრი, რომელიც კურირებს საკვირაო სკოლას.
საკვირაო სკოლაში აღნიშნული წესდებით განსაზღვრული სასწავლო პროცესი ხორციელდება სსიპ-ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის პირველ კორპუსში რუსთაველის გამზ. 127.
სწავლების მიმდინარე დროს შენობაში შენობაში მყოფი ყველა პირისათვის სავალდებულოა ხანძარსაწინააღმდეგო და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
წესდების მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა საკვირაო სკოლის პედაგოგების, მომსახურე პერსონალისა და აქ გაწევრიანებული მოსწავლეებისათვის.
წესდება წარმოადგენს მთავარ სახელმძღვანელოს და მოქმედ დოკუმენტს საკვირაო სკოლაში სწავლების პროცესის სწორად წარმართვისათვის.
წესდების გაუქმება და მასში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობითა და დადგენილი წესით საკვირაო სკოლის კათედრასთან შეთანხმებით.