"ნიჭიერთა საღამო სკოლის" წრე ფიზიკასა და მათემატიკაში

ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლასთან არსებული ,,ნიჭიერთა სკოლა’’ (იგივე "საღამოს სკოლა") აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2023-2024 სასწავლო წლისათვის ,,ნიჭიერთა სკოლაში’’ მიიღებიან VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები.

,,ნიჭიერთა სკოლაში’’ შეიძლება გაწევრიანდეს ქ. ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების ის მოსწავლეები, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში. სწავლება მიმდინარეობს ან. რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში მიღებული გაძლიერებული სტანდარტის პროგრამით. სურვილის შემთხვევაში, სწავლებაში შეიძლება ჩაერთონ ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებიც.

მეცადინეობის ხანგრძლივობა კვირაში 6 ასტრონომიული საათი.

მეცადინეობებს ჩაატარებენ ფიზიკა-მათემატიკის სკოლის და მოწვეული გამოცდილი კვალიფიციური პედაგოგები. მეცადინეობები ჩატარდება კლასების მიხედვით შემდეგ პედაგოგებთან: ფიზიკა

ფიზიკა

მე-7 კლასი - გიორგი მემანიშვილი, ამირან ძაგნიძე

მე- 8 კლასი- დავით ნიშნიანიძე, ამირან ძაგნიძე

მე- 9 კლასი- დავით ნიშნიანიძე, ამირან ძაგნიძე

მე-10 კლასი - გიორგი მემანიშვილი, ამირან ძაგნიძე

მე-11 კლასი - გიორგი მემანიშვილი, ამირან ძაგნიძე

მათემატიკა

მე-7 კლასი - გენადი მარგველაშვილი, მარიამ ლეშკაშელი

მე-8 კლასი - მარიამ ლეშკაშელი, გენადი მარგველაშვილი

მე-9 კლასი - ქრისტინე მაჭარაძე, გიორგი ბრეგაძე

მე-10- კლასი - გიორგი ბრეგაძე, ქრისტინე მაჭარაძე

მე-11 კლასი - გიორგი ბრეგაძე.

თქვენთვის სასურველ ჯგუფში დასარეგისტრირებლად მიმართეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი, რუსთაველის 127. ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლა. ოთახი N2.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე 11:00- დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 577-315-476. 577-675-832