საკვირაო სკოლის განცხადება 2023-2024

საკვირაო სკოლაში მიიღებიან III, IV, V და VI. კლასის მოსწავლეები.

საკვირაო სკოლაში შეიძლება გაწევრიანდნენ არა მხოლოდ ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა - მათემატიკური 41 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, არამედ ქალაქის ნებისმიერი (საჯარო ან კერძო) სკოლის მოსწავლეებიც.

საკვირაო სკოლა განკუთვნილია მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის.

საკვირაო სკოლის მეცადინეობებზე მოსწავლეები ეცნობიან არასტანდარტულ მათემატიკურ ამოცანებს, მათი ამოხსნის ორიგინალურ მეთოდებს. მოსწავლეებს უვითარდებათ მკაცრი ლოგიკური მსჯელობის უნარები.

როგორც წესი საკვირაო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან და წარმატებებს აღწევენ დაბალკლასელთათვის განკუთვნილ სხვადახვა სახის ოლიმპიადებზე (კენგურუ, კინგსი, ევერესტი, ე.წ. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა და სხვა).

საკვირაო სკოლა შედგება 3 მოდულისგან , ერთი მოდულის ხანგრძლივობაა 12 კვირა (3 თვე).

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ: შაბათს და კვირას, თითოეული მეცადინეობის ხანგრძლივობაა 1 სთ და 30 წთ .

ყოველი მოდულის დასასრულს ჩატარდება სარეიტინგო წერები.

მე-6 კლასის მოსწავლეებიდან საუკეთესო რეიტინგის მქონე 50 -მდე მოსწავლე გამოცდის გარეშე ჩაირიცხება ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა - მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასში.

საკვირაო სკოლაში სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს.

მეცადინეობებს ჩაატარებენ სკოლის და მოწვეული გამოცდილი კვალიფიციური პედაგოგები

მეცადინეობები ჩატარდება კლასების მიხედვით შემდეგ პედაგოგებთან შემდეგი განრიგით:

III კლასი მარიამ ლეშკაშელი 9:00 - 10:40
ირაკლი ჯაფარიძე 11:00 - 12:40
IV კლასი თენგიზ ბოკელავაძე 9:00 - 10:40
გენადი მარგველაშვილი 11:00 - 12:40
მამუკა ხაზარაძე 13:00 - 14:40
V კლასი მამუკა ხაზარაძე 9:00 - 10:40
გიორგი ბრეგაძე 11:00 - 12:40
თენგიზ ბოკელავაძე 13:00 - 14:40
VI კლასი გიორგი ბრეგაძე 9:00 - 10:40
მამუკა ხაზარაძე 11:00 - 12:40
16:00 - 17:40
ირაკლი ჯაფარიძე 13:00 - 14:40
ივანე გოქაძე 12:15-13:55 (პარასკევი)
13:00-14:40 (შაბათი)

თქვენთვის სასურველ ჯგუფში დასარეგისტრირებლად მიმართეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. ქუთაისი, რუსთაველის 127, ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა - მათემატიკური 41-ე საჯარო სკოლა, ოთახი N2.

რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე 11:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 577 67 58 32