LOPUS-ის STEM ოლიმპიადა სკოლაში

სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში LOPUS-ის ორგანიზებით ჩატარდება STEM ოლიმპიადის გუნდის შესარჩევი შიდა სასკოლო ჩემპიონატი. მონაწილეობის მსურველები (7დან 12 კლასის ჩათვლით) გთხოვთ მოხვიდეთ სკოლის მეოთხე სართულზე 3 ის ნახევარზე.

STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის მორიგი საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მცხოვრებ მოსწავლეებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზებას, რისთვისაც პროექტი უზრუნველყოფს STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეების წახალისებასა და მონაწილე სკოლების მასწავლებლების გადამზადებას სფეროს ექსპერტების მიერ.

ოლიმპიადაზე VII-XI კლასელი მოსწავლეებით დააკომპლექტებულ გუნდებს საშუალება ექნებათ, რომ წარდგნენ სკოლის სახელით და პრაქტიკაში გამოიყენებით უკეთ განივითარონ და დაადასტურონ სკოლის საგნებში (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა) მიღებული ცოდნა. სასკოლო ოლიმპიადაზე თითო სკოლას შეუძლია წარადგინოს თითო გუნდი, რომელიც უნდა შედგებოდეს 6 მონაწილისგან.